თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვფიქრობდი ქაშუეთში მისვლას, დამშვიდობებას, მაგრამ ალბათ ასე ჯობია.
იქ ბევრი გულწრფელი ადამიანი ემშვიდობება ამ დღეებში სულხანს. ადამიანები ვინც მასსავით მიშას რეჟიმის მსხვერპლი იყო, ადამიანები ვინც მაშინაც და დღესაც ვერ ეგუება უსამართლობას. თუმცა იმავდროულად ჩვენ ვახერხებთ ხოლმე ყველაფერი ფარსად ვაქციოთ და ფსევდოტრაგიზმით შევიმოსოთ კამერების წინ.
მე სულხანი 2004 წლის 5 ივლისს ვნახე. ზუსტად 12 წლის წინ, დღევანდელ დღეს. იმ საშინელ საკანში, უმძიმეს მდგომარეობაში. ერთერთმა პირველმა და მსოფლიოს ვამცნეთ ეს ამბავი.
მაშინ, დღეს კამერებთან მოტირალთა ერთ ნაწილს არ სჯეროდა, მეორე ნაწილს ეშინოდა, მესამეებს არ ედარდებოდათ.
დღეს ამ ფსევდო სპექტაკლს დგამენ, მე კი აქედან ვემშვიდობები სულხან მოლაშვილს”,-წერს ხიდაშელი.