ზვიად კუპრავასა და რუსთაველზე მიმდინარე აქციის სამი მონაწილის დაკავების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განცხადება გააკეთა.
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა წესრიგი დაარღვიეს.
„ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და ვინც დაარღვევს ნებისმიერ კანონს, ნებისმიერ მუხლს ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური რეაგირება. ამ შემთხვევაშიც მოხდა ასე. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ზვიად კუპრავა თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე“-აცხადებს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის 4 მონაწილეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობას ედავებიან.
კომენტარები