მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს.
ზვიად ასათიანი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
კომენტარები