7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო. უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მოხდა.
ვერტმფრენის ბორტზე 15 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამედიცინო პერსონალი იყო მობილიზებული.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ამინდის მკვეთრი გაუარესება გახდა.
კომენტარები