იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
მისი თქმით, ოპოზიცია მისი მინისტრობით უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სასამართლოში საკუთარი მიზნების მიხედვით ვეღარ ალაგებენ საქმეებს.
„მთავარი შედეგი იცით რა არის? მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, მთავარი ეფექტი, ბატონო ზაქრო, ის არის ამ რეფორმების, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დანაყოფები, მერე რომ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, სასამართლოებს ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. ამიტომ არიან უკმაყოფილოები ამ რეფორმებით და იქნებ უმრავლესობაში ამ კუთხით დაიწყოთ ანალიზი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.