“თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღესასწაული წელს, განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს. ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 31 ივლისამდე მიიღება.
თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება. აღნიშნული კომისია, მოქალაქეების მხრიდან შემოსულ წინადადებებზე იმსჯელებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს, ღონისძიების სრულყოფილად, შეუფერხებლად ჩატარებას.

კომენტარები