„მამუკა ბახტაძემ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა, მან პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის სფეროზე გაკეთდა. ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და ბახტაძის სახით, ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
მისივე განცხადებით, უმრავლესობა დღეს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.
„უმრავლესობა დღეს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. ამის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა შემცირებული სამინისტროების გათვალისწინებით მოხდება. მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მოხდება“,–განაცხადა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანი – ბახტაძის სახით ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება
2018/06/20 12:37:16
ნანახია: 765 ჯერ