საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პროგრამაა. ჭიჭინაძე ასევე თვლის, რომ მცირე მთავრობის რეფორმა ზუსტად არის მორგებული იმაზე, რომ დაზოგილი თანხები წავიდეს სოციალურ მიმართულებაზე .
„ვფიქრობ, რომ მცირე მთავრობის რეფორმა ზუსტად არის მორგებული იმაზე, რომ დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებაზე წავა. მამუკა ბახტაძის პროგრამაში პრობლემების მოგვარების ხედვა დევს, ეს არის პირველი ეტაპი და გაგრძელდება. მთავარია, პროცესი დაიწყო და ის კანონები მიღებული იქნება, რომელიც იმ განუკითხაობას შეზღუდავს, რაც სახელმწიფოში არსებობს. უპროგრამო პრემიერ-მინისტრი არ გამიგია, მაგრამ, შემდეგ როგორ და რანაირად აღასრულებს, ეს გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ ძალისხმევას მაქსიმალურად არ დაიშურებს, რომ ეს პროგრამა შეასრულოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძე – მამუკა ბახტაძის პროგრამაში პრობლემების მოგვარების ხედვა დევს
2018/06/20 15:24:41
ნანახია: 904 ჯერ