პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს.
“ბევრი კითხვა მაქვს საქმესთან და გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს არ არის პერსონალური კითხვები, ესენია იურისტის კითხვები, რომელიც ჩნდება საქმის დეტალებიდან გამომდინარე. ყველა ამ კითხვას აუცილებლად დავსვამ ყველა იმ პირთან, რომელიც მოწვეული იქნება კომისიის სხდომაზე”, – განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები