საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება.
საელჩო საჭირო ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული”.
- ქურთუკი-პალტო
- საწვიმარი
- ჯემპრი
- ხელთათმანი
- შარფი – კაშნე
- ბერეტი
- წინდა
- საბანი
- საძილე ტომარა
- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- ბავშვთა კვება
- ბავშვის საფენები
- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
- ქალის ჰიგიენური პაკეტები
თურქეთის საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.
1. თურქეთის საელჩო
ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
2. GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
3. MÜSİAD
ი. ჭავჭავაძის გამზირი #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946
4. შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007
თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ათასობით კი დაშავდა. დანგრეულია ქალაქები. მოშლილია ინფრასტრუქტურა.