აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დღეს სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივები და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ პროცესში.
„მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკისთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევიდ ლამისთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან. ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.