თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა.
„იმ ეტაპზე, რომელსაც მივაღწიეთ, რუსეთი, უკრაინა, ამერიკა და ევროპა თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ყველა მხარის ნდობა მოიპოვა, მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და მოხარული ვიქნებით, თუ მათ ვუმასპინძლებთ. უახლესი კონტაქტების შედეგად, ვხედავთ, რომ ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად გაჩენილი შესაძლებლობა არ იქნება ხელიდან გაშვებული“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, მანამდე, თურქეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და მზაობა გამოთქვა, მიიღოს მხარეები მოლაპარაკებების გასამართად.