საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ COVID19-ის პრევენციისთვის აცრას აუცილებლად გაიკეთებს. მან ამ საკითხზე „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.
„რა თქმა უნდა ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება. არ ვისარგებლებ პრიორიტეტით. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				