კიევში, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად უკრაინის უმაღლესი საბჭოს მართლმსაჯულების შენობა დაზიანდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები და ავტომობილები.
ადგილზე სამაშველო, პოლიციისა და სხვა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.
მართლმსაჯულების უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, რომ შენობის დაზიანების გამო უწყების მუშაობა დროებით შეუძლებელია.
25 სექტემბერს კიევი მასშტაბური დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ქალაქში იერიშის შედეგად სხვა ობიექტებიც დაზიანდა და არიან დაღუპულები და დაშავებულები.
კომენტარები
