საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილის მის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების “დარიგებით” მოქმედებს. ამის შესახებ მან თქვა სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მის წინააღმდეგ ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმე განიხილება. ის სხდომას ონლაინ ესწრებოდა.
“წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან, ზუსტად რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო… წინა ვიდეოში ამბობდა მცემო – ასეთ რაღაცებს ამბობდა ხოლმე ნელი, მიშვერდა ხოლმე ვიდეოს, რატომ მცემო. ძალიან ხშირად აკეთებდა ამას. ეს იყო წლების განმავლობაში დაგეგმილი, ვიდეოში რა უნდა ეთქვა, რომ ეფექტური ყოფილიყო”, – თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო იმ მტკიცებულებებს ისმენს, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ პროკურატურა იყენებს. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც საქმეს მტკიცებულებად აქვს დართული ასახულია დოროყაშვილისა და ბასილაშვილის კონფლიქტი.
“მე არ მჯერა შენი, ისევე, როგორც შენ არ გჯერა ჩემი… იცი, რატომ არ მჯერა შენი? შენ კვეთ ყველა საზღვარს… შენ თუ გინდა ცოლ-ქმრობა და ჩემთან ერთად ყოფნა, ხელის მოწერა არ არის…
საერთოდ არაფერს არ აკეთებ ამ ქვეყნად. ერთადერთი გყავს ლუკასი მისახედი. შენ ხარ უსაქმური ადამიანი… დაიმახსოვრე, არ მინდიხარ. მე არ მინდა შენთან ერთად კონტრაქტის ქვეშ ყოფნა, არ გენდობი. მე არ გენდობი შენ, ნელიკო… ვსიო, დამთავრდა… ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები…” – ამბობს აუდიოჩანაწერში ნიკოლოზ ბასილაშვილი.
აუდიოჩანაწერის მიხედვით, რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ დოროყაშვილმა ბასილაშვილს უთხრა, რომ საუბარს იწერდა.