„არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის მცხოვრებ, ნელი ზამბახიძის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვის საკითხს.
ამასთან, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ნელი ზამბახიძის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოხატავს.
„პირველ რიგში, ვაფიქსირებ ძალიან გულწრფელად დიდ პატივისცემას ქალბატონი ნელი ზამბახიძის მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, არ შეიძლება, არ ითქვას, ყველაზე რბილად მათ შორის, რომ არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ, ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის უშუალო თვითმხილველი გამოკითხა.
ნელი ზამბახიძე ხორავას ქუჩის მცხოვრებია, რომელმაც 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ დანაშაული საკუთარ საცხოვრებელი სახლიდან დაინახა.
ზამბახიძე ამტკიცებს, რომ მან დაინახა, როგორ ურტყამდა მომაკვდავ დავით სარალიძეს ერთ- ერთი ახალგაზრდა.
“კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ, ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა”
2018/06/30 13:03:30

ნანახია: 892 ჯერ