ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინ, “კვირის აქცენტებში” გაკეთებულ განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში სისხლის სამართლის დანაშაული წამოცდა, რისთვისაც ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს და დაიკითხოს ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილიც.
მისი თქმით, სააკაშვილი ე.წ. “ნა ვერტილეს” საქმეზე დანაშაულში გამოტყდა.
“შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშილის და მაშჳნდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არ არამედ იმ სუფრის მოანწილე ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ, დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილზე 2006 წლის ივნისში მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.