“დღეს ამ სახელს – დიდგორს – ისინი იყენებენ იმიტომ, რომ ქართველების ემოციურობაზე ითამაშონ”,- ამ სიტყვებით აფასებს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას, რომელსაც ისინი დიდგორის ველზე გეგმავენ. შიხიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ყოველივე ქართულს ებრძვიან.
„მინდა მოგახსენოთ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქინძის-ხანი სააკაშვილი თავის ქინძის-ხანუკებით და ხანუმებით ოდესაში რას გეგმავს. facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის” ხროვა შეკრიბა სააკაშვილმა და გარკვეული დავალებები, სტრატეგიულ-ტაქტიკური გეგმები განიხილეს არჩევნებთან დაკავშირებით. მიზანი ამ შეკრების იმაში მდგომარეობდა, რომ მათი დიდგორი უნდა დაიწყოს თითქოს აჭარიდან და დიდგორზე უნდა ჩაატარონ ყრილობა. კარგად დავფიქრდეთ ერთ რამეზე და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებისთვისაც ყოველივე ქართული, მართლმადიდებლური, ეროვნული და ტრადიციული არის უცხო. ისინი ამ ყველაფრის მტრები არიან. მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე „თავისუფლების ინსტიტუტი” ნაბიჯ-ნაბიჯ ებრძოდა ყოველივე ქართულს, ქართულ სახელმწიფოებრივობას, ეროვნულობას და იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა ასეული საუკუნე. დიდგორი მათთვის არის უბრალოდ მინდორი და ჩვენი ერისთვის დიდგორი არის უწმინდესი ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა. დღეს ამ სახელს – დიდგორს – ისინი იყენებენ იმიტომ, რომ ქართველების ემოციურობაზე ითამაშონ. მათი მიზანი არ არის ქვეყნის აღმშენებლობა. დიდგორს აწყობენ იმიტომ, რომ დაიწყონ საქართველოს დამარცხება დიდგორიდან.
კარგად დავფიქრდეთ და იცოდეს ყველამ – სააკაშვილი, ბოკერია, გოკა გაბაშვილი, ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე ის ადამიანები არიან, ვისაც დიდგორზე ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს. მათ უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ არც საქართველოს წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. მათ უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ საქართველოს სახელმწიფოს და ერის სახელით”,- აღნიშნა შიხიაშვილმა.
“სააკაშვილს და ბოკერიას უფლება არ აქვთ საქართველოს აწმყოზე და მომავალზე ისაუბრონ”
2016/07/07 13:32:51
კომენტარები
ნანახია: 2979 ჯერ