მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეწყალებულთაგან 216 პირს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, 16-ს კი – არასაპატიმრო.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომენტარები
