საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბელგიის დედაქალაქს 18-20 ივლისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ს შტაბ-ბინაში.
კომენტარები