ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს.
ჩიხელიძის შეფასებით, იური ვაზაგაშვილი სტატისტიკა არ ყოფილა – ის მამა იყო, რომელმაც შვილი დაკარგა და მოგვიანებით შვილის საფლავზე მოკლეს.
მისივე თქმით, მომხდარის შემთხვევით აფეთქებად წარმოჩენა ფაქტების დამახინჯება და მსხვერპლის ოჯახის ისტორიის მიმართ უპატივცემულობაა.
„წითლიძის უტიფრობას საზღვარი არ აქვს! დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
წითლიძის განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის უცვლელ სახეს, მათთვის ადამიანური ტრაგედიები პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტია და არა ტრაგედია. მათთვის პოლიტიკური სპეკულაცია მსხვერპლის ტრაგედიაზე მაღლა დგას და “სტატისტიკას” წარმოადგენს.
იური ვაზაგაშვილი სტატისტიკა არ ყოფილა, ის იყო მამა, რომელმაც შვილი დაკარგა და შვილის საფლავზე მოკლეს. ამ ტრაგედიის დამახინჯება მხოლოდ ფაქტების უგულებელყოფა კი არა, მსხვერპლისა და მისი ოჯახის ისტორიის მიმართ უპატივცემულობაა, ის რის გასაღებასაც წითლიძეს შემთხვევით აფეთქებად ცდილობს, სინამდვილეში ადამიანის ლიკვიდაციის კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელიც სისრულეში „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა, გია სოსანაშვილმა მოიყვანა.
პოლიტიკური სიმპათიები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ფაქტებს ვერ შეცვლი. ადამიანის მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მსხვერპლის ტრაგედია სტატისტიკა არ არის, პოლოტიკური კუთვნილება სიმართლის დამახინჯებას ვერ გაამართლებს.“ – წერს ჩიხელიძე.

