“ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს სამთავრობო რეფორმების განხორციელებაში“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრად წარდგენილმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, სამინისტრო ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში წამყვან როლს შეასრულებს.
„ეს, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მოისმინეთ. ეს, პირველ რიგში, არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, ხარჯების შემცირებასთან ერთად, რასაკვირველია, პროცესებისა და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სამინისტრო ერთ-ერთი წამყვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო სამთავრობო რეფორმების განხორციელებაში წამყვან როლს შეასრულებს
2018/07/12 10:30:50
ნანახია: 805 ჯერ