საქართველოს წარმომადგენლებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დონალდ ტრამპს „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, შეეხებიან თუ არა საქართველოს საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.
„საქართველოს წარმომადგენელები იმყოფებოდნენ აქ. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი მდგომარეობის შესახებ, საქართველოსთან დაკავშირებული ვითარება რთულია. მათ ოთახში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები