„ჩვენმა ქვეყანამ არსებული მწირი რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ გავზარდოთ შესაძლებლობები და მოკლე ვადაში მივიღოთ ეფექტური შედეგები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანას აქვს, აუცილებლად პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
„რაც მთავარია, ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, აუცილებლად პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს ამოცანაა ჩვენ წინაშე და ის ხედვა, რაც პრემიერმა ამ მიმართულებით წარმოადგინა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მისაღებია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომენტარები