რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ მთიანი აჭარის მოსახლეობის სახელით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა და დაინტერესდა, როდის გადაწყდება ხულო-ადიგენისა და ხულო-ბათუმის გზებზე არსებული ვითარებით.
“ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები და შესაბამისად, 2020 წელს დაგეგმილია ამ გზის დასრულება. რაც შეეხება ბათუმი-ხულოს გზას, 80 კილომეტრიდან 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. 2019 წელს ეს გზა დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი კვლავ მოვლა-შენახვის რეჟიმში იფუნქციონირებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მაია ცქიტიშვილი – ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება
2018/07/14 21:36:33
ნანახია: 789 ჯერ