მთავარ პროკურატურაში დაკითხვასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
„ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია.
როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს,”– აცხადებს ალავიძე.
კომენტარები