თბილისის მერმა იტალიის პრეზიდენტს სერჯიო მატარელას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს და დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მატარელა პრემიერმინისტრსაც შეხვდა.
იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.
კომენტარები