საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მუშაობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.
“ეს ცენტრი დაფუძნდება საქართველოში, თუმცა ვფიქრობ, ექნება საერთაშორისო აქტივობებიც. დეტალებს ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. იდეა არის, რომ ცენტრმა იმუშაოს საკონსულტაციო ანალიტიკური მიმართულებით, ევროპული რეფორმების, მმართველობის, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე და ასევე, ცენტრმა შეძლოს დახმარების გაწევა როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის და ბიზნესისთვის”-, განაცხადა ჯანელიძემ.
კომენტარები