პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ პარლამენტის წევრს დავით ჭიჭინაძეს, რომელიც დღეს ქართული ოცნებიდან გარიცხეს, თავისთან ეპატიჟება.
“გირჩი იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას ოცნების მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ.
თუ მზად ხართ გაიზიაროთ გირჩის ხედვები და შემდეგი 2 წელი იმუშაოთ პარლამენტში გირჩის ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ გირჩში გაწევრიანებას და გელით ი. გამრეკელის 47 ნომერში“– ნათქვამია „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები