ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს პრემიერმინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა.
ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ავღანეთში არსებულ მისიაში საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი. ამასთან, ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს წევრობისთვის მზადებაში დაეხმარება.
განცხადებაში ასევე წერია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტივობა განიხილეს.
ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანია.
კომენტარები