ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე “ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძის გაძევების საკითხს გამოეხმაურა.
„გახსოვთ, მარკესის რომანში, აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და ოცდაათივეში დამარცხდა. გმირი დამარცხებაში იგრძნობა, ასეთი პოლიტიკური მესიჯი არის ამაში. ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავით ჭიჭინაძე შემოიყოლოს. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, რატომ შეხვდება დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს“, – განაცხადა გოცირიძემ.
კომენტარები