ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, შვილისა და ქმრის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება და წლების წინ თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას იხსენებს, როცა 28 წლის ქალმა ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა.
“მაგდა პაპიძის დანაშაული ბევრს აწუხებს, და ბევრი მსჯელობს ამაზე, რაც სრულიად გასაგებია; ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ამას შეუძლებლად მიიჩნევს, ვინაიდან თვითონ არ შეუძლიათ ასეთი ქცევის წარმოსახვაც კი!
ალბათ, ბევრს ახსოვს ტრაგედია, რომელიც ჩვენთან, თბილისში მოხდა, საბურთალოზე, პავლოვისა და საბურთალოს ქუჩების კვეთის სიახლოვეს, დაახლოებით 1984-85 წლებში. 28 წლის ქართველმა გოგონამ თავისი ორი პატარა ვაჟი მოკლა! კედელზე კი ამოკაწრა: “ხომ გადაგიხადე სამაგიერო!” ქმარს მიმართავდა. თვითონ ჩაბარდა. მერე იხსენებდა, როგორ ეხვეწებოდნენ შვილები, არ მოგვკლა, დედაო!
სამწუხაროდ ეს მოხდა!
არანაირ პარალელს არ ვავლებ მაგდა პაპიძის საქმესთან.
ეს მხოლოდ იმათ გასაგონად, ვისი არგუმენტიცაა: “ქართველი ქალი ამას არ ჩაიდენდა!”
სამწუხაროდ, ადამიანი ადამიანია და ეროვნების მიუხედავად, შეუძლია ჩაიდინოს სასტიკი დანაშაული” – წერს ნიკოლეიშვილი.
28 წლის ქართველმა გოგონამ თავისი ორი პატარა ვაჟი მოკლა! კედელზე კი ამოკაწრა: “ხომ გადაგიხადე სამაგიერო!” – ნიკოლეიშვილი პაპიძის საქმეზე
2016/07/08 15:24:14
ნანახია: 2127 ჯერ