საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
„კარგი იქნება ერთმანეთს ისეთ ინფორმაციას თუ მივაწვდით, რომელიც მეორე მხარეს არ აქვს. რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რა არის მათთვის აქტუალური, ერთმანეთი გავამდიდროთ, ეს იქნება ფსიქოლოგიური და სულიერი სუვერენიტეტის ყველაზე დიდი გარანტია.
კომენტარები
