პარტია „ევროპული საქართველო“ დღეს, 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 17:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს
არსებული ინფორმაციით, პარტიის სახელით პრეზიდენტობისთვის დავით ბაქრაძე იბრძოლებს.
უკვე ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი. ათმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე 17 ივლისს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინა.
კომენტარები