პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კობახიძის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ნაცვლად, ქვეყანაში ახალი სტრუქტურა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, ამ დონის საკადრო გადაადგილება პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის.
“ჩემი მიდგომაა, რომ ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული. ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს, რომელიც მთავრობას დაექვემდებარება. ამაზე აქტიური კონსულტაციები გვექნება“,- განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები