მანჩო გიორგობიანის ღია წერილი და მიმართვა თაკო ჩარკვიანს.
“თაკო, რადგან ასე სააშკარაოდ გამოვიტანეთ ჩვენი ოჯახების ურთიერთობები და ჩვენი მამების მეგობრობა ეჭვქვეშ დავაყენეთ, რადგან მეც ჩავერთე შენი მამის, ჩვენი ჯანუკის და ნათია ფოფხაძის მამის, ნუგზარ ფოფხაძის ( “მამიკოს” ) ურთიერთობები , რადგან შენ ჩათვალე, რომ ნუგზარმმა ჯანუკის უღალატა , იმიტომ რომ თურმე, “მისივე ხალხი გეუბნება ამას და შენც გჯერა “იმათი”, ვიღაც ფანტომების… მაშინ, расставим все точки над “и”… და მე, რომელსაც საჯაროდ არასდროს გამირჩევია შენი გამოსვლები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, ჩენი განცხადებებიდან, ჩემთვის , ბევრი რამ რადიკალურად მიუღებელია, მაგრამ არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება სადმე ან დამეპოსტა, ან კომენტარი გამეკეთებინა, რადგან არის ის, რასაც მე ვერ გადავახტები – ჩვენი ოჯახების ურთიერთობა, ის სიყვარული , რომ მშობლების სამეგობროში, ყოველთვის იყავი სამაგალითო შვილი და ყველას გვინდოდა ვყოფილიყავით შენნაირი ლამაზი, შენნაირი ჭკვიანი და ა.შ… ეს მოგონებები ჩემთვის იმდენად ტკბილია, რომ ვერანაირ პოლიტიკაში და პოლიტიკანობაში ვერ გავცვლი..
ასევე ნათია ფოფხაძე (ნუგზარ ფოფხაძის ქალიშვილი) არის ჩემი და შენი მშობლების მეგობრების შვილი და რადგან გადაცემაში პირველმა შენ ახსენე, შენ გახსენი სახალხოდ გარჩევები, მაშინ, როდესაც პირადად შეგეძლო გაგერკვია ყველაფერი. თან , ნათია ახსენე “პატივისცემით” და “სიყვარულით “…. პატივს თუ სცემ და გიყვარს, მისი გულისთვის მაინც გაჩერებულიყავი , პირდაპირ ნათიასთვის გეთქვა შენი გულისტკივილი, იქნებ და ნუგზარს მართლაც შეეშალა და ეშლება მეგობრებთანაც და მათ შვილებთანაც… რაც მე ნაკლებად მჯერა, თუმცა, დაუშვებელი არაფერია… არ ვიცი, პირადად მე, ყოველთვის გვერდში მიდგას, რა წამსაც არ უნდა ვთხოვო დახმარება და მოსწონს თუ არ მოსწონს ჩემი საქციელი , ყოველთვის პირადად მეუბნება, არც შენიშვნას მაკლებს და არც შექებას, თუ დავიმსახურებ… და რაღა თქვენ “გადაგეკიდათ “?!…
და მაინც, მოდი, ჩავთვალოთ, რომ მართალი ხარ. ამიხსენი, რა მოგცა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, ნუგზარ ფოფხაძის ხსენებამ? რა შეგმატა? ან შენს რჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატ ვაშაძეს რა შემატა? მგონი არაფერი.. და ამ “არაფრის” გამო (თუნდაც “ფერი ” ყოფილიყო)… , ყველამ ერთად , შენ დაწყებულზე ნათიამ გიპასუხა, მეც ჩავერთე არ მინდა, რომ ერთმანეთი დაკარგოთ.., რეალურად კი, გამოვიტანეთ “сор из избы”… აქვე დაგიკონკრეტებ, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძე მთელი ის სისხლიანი წლები იმყოფებოდა ნაცანალური პარტიის ისტებლიშმენტში, თავს არასდროს მივცემ უფლებას , გავლანძღო, ან უდიერად მოვიხსენიო, ან სახალხოდ ვარჩიო მისი როლი საქართველოს ისტორიაში როგორც რუსეთის მოქალაქის, შესაბამისად, დიპლომატის, მაგრამ რუსეთის და არა საქართველოსი,რუსეთის კგბ-ს მაღალჩინოსანის და ა.შ.. ეს ყველაფერი ძალიანაც დამაფიქრებელია, მაგრამ არის მაგრამ…. რადგან ზუსტად ვიცი, მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემგან ასეთი საქციელი ძალიან ეწყინებოდა.
მე ვერ და არ გადავხტები მამაჩემს არასდროს… მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე, მამაჩემის უახლოესი და უსაყვარლესი ბავშვობისს მეგობრის – ჩემი უსაყვარლესი ვახო ანანიაშვილის სიძეა და ნინოს მეუღლე. ნინო ანანიაშვილის, რომელიც მამას საკუთარი შვილივით უყვარდა და მონაწილეობდა ნინოს მომავალთან დაკავშირებულ ოჯახურ თათბირებში და შესაბამისად, ჩვენც – ნოდარ (აშხენა) გიორგობიანის ოჯახი, მეუღლე და შვილები პატივს ვცემთ და ძალიან გვიყვარს .. (ჩემი და გარდაიცვალა 2010 წელს, ჩემზე უარესი ანტი-ნაცი იყო, მესამე და მეოთხე სტადიაშიც კი არ აკლდებოდა მიტინგებს) … გრიგოლ ვაშაძეზე მე არ და ვერ ვილაპარაკებ!..
ნათია ფოფხაძის პოსტიდან, ერთ-ერთ ჩემ კომენტარსაც დაგიკოპირებ, არ ჩაჯდა, ვრცელიაო… რა ვქნა, ჩემთვის, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.. აქვე ვთხოვ საზოგადოებას, მეცით პატივი და უაზრო , არაფრისმთქმელ კომენტარებს ნუ დამიდებთ და კატეგრიულად ვაცხადებ, რომ დავბლოკავ ყველას , ვინც ზღვარს გადავა დალანძღვა გინებას დაიწყებს… კორექტული კრიტიკა და პოლემიკა, დისკუსია.. კი, ბატონო!
თაკო, უმორჩილესად გთხოვ, ჩათვალე რომ გემუდარები, მეც გვერდში დაგიდგები ყველაფერში.. კარგად გადაამოწმე ყველა და ყველაფერი, ასე იოლად ნუ გაიმეტებ ახლობლებს.
მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, შენიშვნები მოგცე და ჭკუა დაგარიგო მე რაც თავზე გადამხდა, იმას მოგიყვები, დასკვნები შენთვის მომინდია… საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, ძალიან ბევრჯერ სცადეს ჩემი , რაღაც ჭორებით გაბრუება, რომ ჩემს საყრდენ ადამიანებს დავშორებოდი, შენ არ წარმოგიდგენია, ნაცანალები კიდევ რაზე არიან წამსვლელები, რომ მეტ-ნაკლებად პოპულარული ადამიანები ჩაიგდონ ხელში.
სადაც ჩემზე ამდეი იმუშავეს, ამდენი ხაფანგი დამიგეს, რამდენჯერ ჩემი მოსყიდვა სცადეს, თავის “კულტურის სამსახურის უფროსობა დაგმშვენდებოდა”თი, ნარმანიას არჩევნების დროს, რომ მეორე ტურში მათთვის დამეჭირა მხარი (ამაზე არც ვოცნებობთო, იქვე დასძინეს), შემომთავაზეს გამეგრძელებინა ნარმანიას კრიტიკა, რადგან მე, ისედაც არ დამიჭერია მისთვის მხარი პირველ ტურში… იყო მესამე ვარიანტიც, რომ ხალხისთვის მომეწოდებინა და არჩევნებისთვის ბოიკოტ გამომეცხადებია… იყო მეოთხეც – გამეგრძელებინა ნაცების ლანძღვა- გინება, ოღონდ იგივენაირად მელანძღა და ერთმანეთისთვის გამეტოლებინა ნაცები და ქოცები.
და ამ ყველაფრისთვის მზად იყვნენ ყველაფრისთვის, რასაც ვთხოვდი… ეს რომ არ გაუვიდათ..რა თქმა უნდა ყველაფერზე უარი, მათ შორის ნიკანორ მელიასთან შერიგებაზეც (ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ მომისამძიმრა შვილის დაღუპვა, … ეკა ხერხეულიძემ, ელისო კილაძემ, ასევე ბევრმა ჩეთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა მტრის ბანაკიდან….აღმოჩნდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს შვილსაც არაჩვეულებრივად იცნობდა და მისი მარიამი ჩემი შვილის უსაყვარლესი მეგობარი ყოფილა, სადამდე მივედით, რომ მიმალავდნენ მეგობრობის შესახე, არ იცოდნენ , რა რეაქცია მექნებოდა.
და თურმე როგორ ვტკენდი გულს ჩემს შვილს … და კიდევ, რაღაც მომენტში, როდესაც დამიწყეს წამლებით გათიშვა , არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, რომ არ მჭირდებოდა წამლები, თითქოს ყველამ პირი შეკრა ჩემს წინააღმდე, “თურმე ეშინოდათ თავი არ მომეკლა”, მე აღარ ვენდობოდი აღარავის ჩემს გარშემო, წყალსაც არ ვიღებდი მათი ხელიდან…ვთხოვე დახმარება ელისო კილაძეს, რომელიც ძალიან დამიდგა გვერდით , გაარკვია ყველაფერი, ამიხსნა რაც ხა ა.შ..ასევე, ძალიან დამეხმარა ნანუკა ჟორჟოლიანი, შევხვდი და ყველაფრზე ვილაპარაკეთ, სანდროს გარშემო რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე არა, .. აი, რა გავაკეთო? არასდროს დამავიწყდება ამ ადამიანების გვერდში დგომა, თან ვის, მე? რომელიც დღე და ღამე მათ ვლანძღავდი?! ცხოვრება სასწაულებით ყოფილა სავსე… გასალანძღი იმდენია, ამ რამდენიმე ადამიანის ხსენებას თუ ამოვიღებ ვრცელი სიიდან, იმედი მაქვს, იდეების და სამშობლოს ღალატს არ დამწამებთ…
ეს უბრალოდ ერთი ისტორიაა ერთი ტრაგედიის გარშემო, მაგრამ ამით, არც იფიქროთ! არც ერთი წამი არ შეცვლილა ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გნაც-ანალური პარტიის მიმართ.
ვაგრძელებ ისტორიას ჩემი უარიდან “კულტურის სამსახურის უფროსობაზე” აი, სწორედ აქ დაიწყო ფანტასმაგორია ჩემს ცხოვრებაში: ხან მე და ლალი მოროშკინას ტანდემს ებრძოდნენ და ყველაფერს ეცადნენ, რომ ერთმანეთს გადავკიდებოდით, ხან ჩემს და ნინო გიორგობიანს შორის “ჩორტაობდნენ”… ხან, 23 წლის წინანდელი მკვლელობა გააცოცხლეს, სადაც ჩემი უსაყვარლესი მაზლი, მეუღლის ბიძაშვილი დაიღუპა 21 წლის ბიჭებს ესროლა 39 წლის ნაძირალამ (შარშან დაიჭირა და ჩამოიყვანა ინტერპოლმა … მიუსაჯეს ძალიან ბევრი წელი) და სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ახალ- ახალი ჭორები გაავრცელეს, რომ მე და ერთ ბიჭს, რომელიც მკვლელს ახლდა მაშინ, მაგრამ მას არ უსვრია, თითქოს ვაბრალებდი მკვლელი ეგ არისმეთქი, მე კი მეუბნებოდნენ, შენ გეშლება და მკვლელი ეგ “პატარა ბიჭი”არისო.
და ეს ყველაფერი როდის? მაინცდამაინც 2016 წლის მაის – ივნისში გაახსენდა ყველას? რამდენიმე “კეთილისმსურველმა” უთხრა მასაც და მეც ? ჩემი ახლო მეგობრებიც კი შეიყვანეს შეცდომაში და მათაც გაამეორებინეს ეს სისულელე… მაშინ , როდესაც ამ მკვლელობაზე უკვე 20 წელიწადია აღარავინ ლაპარაკობს, იქ ყველაფერი ნათელი იყო.. როგორ დაემთხვა რომ ერთდროულად გაგვაქეზეს ერთმანეთზე? საკმაოდ ხმამაღალი გარჩევა გვქონდა ერთ-ერთ კლუბში, მერე დილისკენ გადავდეთ და ყველაფრი დავალაგეთ, თუმცა, შესაძლებელია ამ ბიჭსა და ჩემს თანმხლებ პირებს შორის, სერიოზული კონფლიქტი დაწყებულიყო, იქ კი დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, ისეთი უბედურება შეიძლება მომხდარიყო….
კიდევ კარგი, ჩვენ (მე და ი “პატარა ბიჭი” ბავშვობიდან მოვდივართ და ყველაფერი გავარკვიეთ ერთმანეთში, თორემ ეს ამბავი ძაალიან ცუდად შეიძლება დამთავრებულიყო… კიდევ იყო სხვადასხვა პატარ-პატარა პროვოკაციებიც, ძირითადად , მოწყობილი იმისთვის, რომ “90-იანები ” მოგვეწყო…
იყო სხვა სახის “ნაშრომიც”, თიკო თვალაძისთვის მომიყოლია ეს ამბავი (ნუ მომკლავ, დამინდე), დღეს გაიგებს პირველად.
გაგეცინებათ, ეს არასდროს მომიყოლია, მაგრამ ჩემ ორ უახლოეს მეგობარ, ძალიან სიმპატიურ, განათლებულ ვაჟკაცებს, ნელ -ნელა შეაპარეს და 50-50 ათასი დოლარი შესთავაზეს, რომ ჩემთან და თიკო თვალასთან გაებათ რომანი და კამერაზე ჩაეწერათ.. თითოში 50 000$-ს იხდიდნენ.. პასუხად რა მიიღეს, აღარ მოვყვები, მეორედ, ჩემს ახლობლებთან მსგავსი წინადადებებით ვეღარ მივლენ… უბრალოდ, კრეტინები არიან და მაგათ რომ ჰგონიათ ყველასთან ვმეგობრობ, ასე არ არის, მე კი ვარ ყველას მეგობარი, მაგრამ მე მყავს ძალიან ცოტა, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი, ვისაც ბოლომდე ვენდობი… შეიძლება ვინმე დავიხმარო კონკრეტული სიტუაციის გაანალიზებაში, მაგრამ გადაწყვეტილებას, დავკარგო ადამიანი თუ არა, დიდი ხნის ფიქრის და რამდენიმე გამოცდის მერე ვიღებ.. მოკლედ, აქედანაც ვერ მომიარეს, ვიღაც პატარ- პატარა ლამაზი ბიჭები “მიმეგობრდებოდნენ ” და “მეფლირტავებოდნენ” დედის ხელა ქალს, ეს ცალკე სასაცილო თემაა… სანამ ჩემი მეგობრების შვილები არ ჩავრიე, ზოგიერთი “გერონტოფილი” მანამდე არ მომეშვა… სასაცილოა ეს ყველაფერი ჩემო მეგობრებო, სატირალი რომ არ იყოს…
აზრზე ხართ რეებს კადრულობენ?! მეგისფიქჩერსი კვლავ აქტიურად მუშაობს…
თაკო, ამიტომ და იმიტომ, ძალიან გთხოვ, მეტი დაფიქრება გმართებს, ძალიან პროფესიონალურად მუშაობენ… ჩემი დეიდაშვილის მეგობრებთან (რომლებიც ახალი გამოსულები იყვნენ ციხიდან და როგორც ზმაკაცის დას მპატრონობდნენ, რომ რამე შარს ს არ გადავყროდი…. პროვოკაციებს პროვოკაციებზე მიწყობდნენ…. ამ ბიჭებთან მიიტანეს “ამბავი” , თითქოს მე “ჩამჩვები” ვარ და “პოლიციაზე ვმუშაობ” და სცენაც გაათამაშეს, როდესაც ერთად ვიყავით, მაშინ იჭერდნენ, თან ტელეფონი მომიშვირეს, “ყუშიტაშვილს” მიტარებდნენ ეს ერთუჯრედიანები, ეგონათ, მე რეკვას დავიწყებდი მაღალჩინოსნებთან, არიქა , მიშველეთმეთქი… ნარკოტიკების ჩადება უნდოდათ ამ ბიჭებისთვის და ვითომ ჩემი “ნაკოლი” იყო… მერე დადებდნენ კადრებს – “მანჩო გიორგობიანი და მისი რეციდივისტი მეგობრები, რომლებსაც აღმოაჩნდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკი” – იდიოტები!!!
კუდით ქვა ვასროლინე, ჯერ ერთიც უკანონოდ გვაკავებდნენ, მეორეც, საკუთარი ტელეფონით გვიღებდნენ, მესამეც- თუ ამ ბიჭების პოლიციაში ჩაყვანა იყო საჭირო “ინფორმაციის საფუძველზე”, მაშინ მეც უნდა წავეყვანეთ, რადგან მანქანის მგზავრი ვიყავი, “პოლიციელებმა ” კი, დარჩით თქვენო… რა უფლებით, რომელი კანონით, სად იყო სამხრე კამერაა.. ჩამოვუთვალე ბევრი კანონდარღვევა და მკაცრად გავაფრთხილე, რომ აუცილებლად გენ -ინსპექციას მივმარტავდი.. თანაც, “ნარკოტიკი მანქანაში” არავის სჭირდებოდა, ყველანი პროგრამაში დადიოდნენ… მოუწიათ გაშვება.. ამის მერე , კიდევ მოსულან ჩემს უბანში და ტაქსის მძღოლებში მიყრიდნენ ჭორებს, რა იციან მაგ კრეტინებმა, რომ ეს “ტაქსის მძღოლები” ჩემი მეზობლები არიან და 47 წელია მიცნობენ, ჩემზე რა ჭორები უნდა დაიჯერონ ?! ან ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა, ვისთან ერთადაც ქარში და ცეცხლში მივლია, ტყვიების ზუზუნში არ მიმიტოვებია არასდროს არავინ… ან ასეთ ხალხს რა უნდა დააჯერონ ჩემზე?! თუ ჩემი ვალკადავი მეგობრები ჰგონიათ კრეტინები? ..
მოკლედ რა, თაკო, რაც მოგიყევი, ეს კიდევ ნახევარია იმის, რაც ჩემს თავს ხდებოდა… უბრალოდ, სანდრო დამეღუპა და ალბათ მაგიტომ შემეშვნენ ამ ეტაპზე.. ისედაც მე , 2 წელი სახლიდან არ გამოვიოდი, სულ რაღაც რამდენჯერმე -ეკლესია-სასფლაო, მონასტერი, ფსიქოლოგი -სხვაგან არსად… წერაც ეხლა განვაახლე.. მანამდე არაფრის თავი არ მქონდა..ვეგდე როგორც ზომბი და მხოლოდ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი..13-ში, უბრალოდ მანამდე, ისეთი რამე მოხდა (სრულიად შემთხვევით, უცნობი ადამიანი გადავარჩინე სიკვდილას), ამით ღმერთმა დამანახა ჩემი ადგილი… მე აქ უნდა ვიყო, ვიდრე შემიძლია თუნდაც ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო… თორემ ჩემთვის , ყველაფერი დამთავრდა, ჩემი სული შავია და აღარასდროს გაფერადდება…
არ ვიცი, როგორც აღსარებაზე, მე ჩემი გითხარი, გაანალიზე ყველაფერი და გეხვეწები ემოციებს არ აჰყვე.. ყველაფერი ზედმიწევნით გადაამოწმე… კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, დამიხმარე რაშიც გინდა…
ამ ეტაპზე აღარ მერჩიან, ვნახოთ , რა იქნება შემდეგ.. მე რომ არც მანამდე და არ ეხლა არავისი არ მეშინია და ვერავინ ვერ შემიყვანს შეცდომაში ასე მარტივად, ეგ ზუსტად ვიცი.. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი ვარ, უბრალოდ 90-იანებიდან ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, გადაგვახოცინეს მაშინ მთელ ქალაქს ერთმანეთი, ც ვირუსიანი ნარკოტიკიც დივერსია იყო და ომს გადარჩენილი ძლიერ და ავტორიტეტული ახალგაზრდების ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაც დივერსიაა, აბ რა?! … და პროვოკაციების უმეტესობა აქედან, სწორედ იგორ გიორგაძისგან მოდიოდა… მაშინ ბევრ რამეში მოვტყუვდით… ახლა აღარ ვარ ასეთი გულუბრყვილო, რომ ჩემზე კომპრომატი ასე იოლად ჩაუვარდეთ ხელში , ან ვინმეს გადამკიდონ… პოჟივიომ უვიძიმ…
გთხოვ, კარგად დაფიქრდე, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები, უკადრებელს კადრულობენ და ისიც კი გაბედეს, რომ 14 000 კაცი გაუუპატიურებინეს, ხოლო 13 000 პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი დააფაილეს… მეგისფიქჩერსი კვლავ აგრძელებს არქივის შევსებას ახალ- ახალი მსხვერპლებით… ამის შემომქმედნი კი , დაუსჯელები დადიან… შენ კი, “ნიჭიერებს” ეძახი… სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობიაო, ტყყუილად არ თქმულა…
იმაში კი ნამდვილად გეთანხმები, რომ ვისაც კრიმინალი არ ჩაუდენია, ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნამდვილად უნდა შევირიგოთ და ჩავიხუტოთ, თუ აღიარებენ დანაშაულს და მოიხდიან ბოდიშს..
მეც ვოცნებობ ერის გამთლიანებაზე, აღარ მინდა იმისტი და ამისტი, მაგრამ სანამე ეს ყველაფერი სამართლებრივად არ შეფასდება, მოყოლებული 9 აპრილიდან , გაგრძელებული 2008 წლით და დამთავრებული ნაცანალური სისხლიანი რეჟიმის სამართლებრივი შეფასებით, კრიმინალის დასჯით და ქონების კონფისკაციით სააკაშვილიდან დაწყებული, უგულავა, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და მრვალნი ძმანი მათნი – ცალ-ცალი ბასანოჩკით მოსულები, მილიარდერები, მულტიმილიონერები და მილიონერები რომ გახდნენ, დიახ, აუცილებელია სასამრთლო და მისჯილ წლებთან ერთაად, ქონების კონფისკაციაც ( საერთოდ ხელისუფლების ყველა შტომ, ძველმაც და ახალმაც, უნდა წარმოადგინოს ქონების წარმოშობის დოკუმენტი) , რომ მათ მიერ დაყაჩაღებუ ხალხს , ნაწილობრივ მაინც დაუბრუნონ ქონება… მანამდე ეს ქვეყანა არ დალაგდება “– წერს მანჩო გიორგობიანი.