„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს მომავალში, კანონის შესაბამისად, დასახელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.
„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები