“მე მგონია, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დღეს დაგეგმილ ეთერში, ალბათ, ექნება უკვე რამდენიმე საინტერესო და ღია გზავნილი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატთან დაკავშირებით გუნდსაც საკუთარი ხედვა აქვს.
“მე მგონია, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დღეს დაგეგმილ ეთერში, ალბათ, ექნება უკვე რამდენიმე საინტერესო და ღია გზავნილი. კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს გუნდს და მე მგონი, რომ უკვე მალე მოხდება დასახელება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ერთ-ერთ კრიტერიუმს გამოვყოფდი, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე კანდიდატი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამოცდილება, ცნობადობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ნდობა და ა.შ, ჩვენ ვფიქრობთ ასევე იმაზე, უნდა იყოს ის პარტიული სახე თუ – არა. ვფიქრობთ იმაზეც, დემოკრატიის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლებელია მართლაც ავირჩიოთ გარკვეული არატრადიციული გზა, როცა როგორც წესი, ყველა პარტია მხოლოდ თავის წიაღიდან ეძებს ხოლმე კანდიდატებს. ასე რომ, ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებია და დარწმუნებული ვარ, რომ მალე გახდება ცნობილი”,- განაცხადა ბესელიამ.
“მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს დაგეგმილ ეთერში, ექნება უკვე რამდენიმე საინტერესო და ღია გზავნილი”
2018/07/24 15:28:22
ნანახია: 882 ჯერ