მიხეილ სააკაშვილისგან ბევრი განცხადება მომისმენია, რომელიც საფუძველს არის მოკლებული, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ელჩებმა დააშანტაჟეს.
“ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა:
„ამასწინათ რომ იყვნენ მასთან ელჩები, დასავლეთის ქვეყნების, მათ უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ“.
კომენტარები