ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ებრძვიან.
„არ ვიცი, ეს ბატონი ზაქროს შეფასებაა. არ მგონია, რომ „ჰესბოლას“ ჯგუფი გვყავდეს პარლამენტში. შეიძლება საყვედური გამოთქვა გარკვეული საქციელისა და გამონათქვამების გამო, მაგრამ არ მგონია, ტერორისტული ჯგუფი გვყავდეს პარლამენტში“,– განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კომენტარები