ირაკლი კობახიძე არის განათლებული, პრინციპული ახალგაზრდა ლიდერი, რომელმაც შეძლო ის, რაც წინა მოწვევის პარლამენტებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ზაქარია ქუცნაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ “უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პარლამენტის თავმჯდომარეს”.
„ირაკლი კობახიძეს არის განათლებული, პრინციპული ახალგაზრდა ლიდერი. მან შეძლო ის, რაც წინა მოწვევის პარლამენტებში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა – დაიწყო და დათქმულ ვადებში ბოლომდე მიიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვის უკეთეს გარანტიას ქვეყანაში, უკეთეს სახელისუფლო და პოლიტიკურ ბალანსს. რაც მთავარია, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების, ვენეციის კომისიისა და ხუთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.
რაც შეეხება კითხვას, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც ებრძვიან კობახიძეს, ამას ბრძოლას ვერ დავარქმევდი. ჩვენ გვაქვს პასუხები კითხვებზე, თუ ეს კითხვები არსებობს. მზად ვართ, რომ პარლამენტშივე გავცეთ პასუხი. გუნდი არის დღეს უკეთეს ფორმაში. პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ჩვენ პრაქტიკულად მოგვცა შესაძლებლობა, რომ პარტიაში არსებული ფორმატები, რომელიც აუცილებელია გუნდის კონსოლიდაციისთვის, გავააქტიუროთ და ეს ასეც არის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.