NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღები იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 89%-მა იცოდა პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე ინფორმაცია, 9%-მა კი ამის თაობაზე არ იცოდა.
ამასთან, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მისაღებია, 29%-სთვის კვირიკაშვილის გადადგომა მიუღებელია, 28%-მა კი, კითხვაზე – მისაღებია თუ მიუღებელია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, უპასუხა, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ჩღღჩ-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.
NDI – გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მისაღებია
2018/08/01 11:41:25
ნანახია: 1052 ჯერ