ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პატივს ვცემ, თუმცა აღნიშნული კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინო, – ამის შესახებ NDI-ის კვლევების შეფასებისას, უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ის კვლევას არ ენდობა.
„ჩემი დამოკიდებულება კარგად იცით წლების მანძილზე. ზოგადად, NDI-ის, როგორც ორგანიზაციას პატივს ვცემ, თუმცა ეს კვლევები არის, მე ვიტყოდი, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინო. იმდენად, რამდენადაც ამ კვლევების განმახორციელებელი ორგანიზაციები ძალიან ახლოს არიან რიგ პოლიტიკურ ინტერესებთან, თავისთავად ცხადია, აქ ნათლად ჩანს ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარკვეული ნიშნები, ამიტომ, ამ კვლევის მიმართ ჩემი მხრიდან არანაირი ნდობა არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა და მედიას მოუწოდა, შეადარონ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, როგორ აისახა არჩევნების შედეგად დამდგარ რეალობასთან მიმართებაში.