„დღეს შესრულდა 10 წელი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. აგვისტოს დღეებმა ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან მძიმე მოგონებები, ადამიანური ტრაგედიები, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა, ასევე დაგვიტოვა სიამაყის განცდა და ეს სიამაყის განცდა პირველ რიგში დაკავშირებულია ჩვენს გმირებთან, რომლებსაც დღეს პატივს მივაგებთ. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა ათი წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი ვალია მათ წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისათვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან.
ირაკლი კობახიძე – აგვისტოს დღეებმა ტკივილთან ერთად, ჩვენი გმირების გამო სიამაყის გრძნობაც დაგვიტოვა
2018/08/07 13:30:41
ნანახია: 726 ჯერ