არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც დღეს საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არალეგიტიმურად ხორციელდება. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა. ნებისმიერი ასეთი ქმედება უნდა განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო სამართლისა და უნივერსალური ფასეულობების დარღვევა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ. აუცილებელია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებიც ამ ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიან პოლიტიკურ მოგვარებაზეა მიმართული“, – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა
2018/08/07 13:59:07
ნანახია: 697 ჯერ