რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა, რომ საკოპუპაციო ხაზთან ყოფნა სიმბოლურია.
„აქ საოკუპაციო ხაზთან ყოფნა სიმბოლურია. ჩვენ ამ ვიზიტით ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
როგორც იცით, ათი წლის წინ, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის პრეზიდენტები, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოსულნი იყვნენ საქართველოში. ეს ვიზიტი არ ეხება მხოლოდ სიმბოლიზმს. ეს ასევე ეხება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში, რათა მტკიცედ განვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მის ბრძოლაში დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ასევე ეხება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ჩენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს გვქონდა. ძალიან ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.