დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ტერიტორიები დაიკარგა და ხალხი დაიხოცა, ამაში მაშინდელი ხელისუფლების წვლილი დიდი იყო.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში გაკეთებული მოწოდების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ უკეთესი იქნება ამას თუ თავად ბაქრაძე ახსნის.
„ალბათ, უკეთესი იქნება, თვითონ ბაქრაძემ ახსნას ეს განცხადება, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებდა კოვზებით და ჩანგლებით დახვედროდა მტერს.
ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, ის, რაც მოხდა 2008 წელს, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა უამრავი ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ჯარისკაცები – ჩვენი გმირი ბიჭები. ეს ყველაფერი რუსეთის აგრესიის შედეგად მოხდა და ასევე ხელისუფლების წვლილი არის ძალიან დიდი, რომ ვერ მოახერხეს, თავიდან აერიდებინათ ის, რაც მოხდა – დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი უამრავი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე და რა თქმა უნდა, ამაში მაშინდელი ხელისუფლების წვლილი ძალიან დიდი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“უკეთესი იქნება, თვითონ ბაქრაძემ ახსნას განცხადება, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებდა კოვზებით და ჩანგლებით დახვედროდა მტერს“
2018/08/09 18:14:01
ნანახია: 1447 ჯერ