საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უსუფაშვილმა თავისი განცხადებით ერთდროულად რამდენიმე საქმე გააფუჭა: სცადა იმ ინსტიტუტის დაკნინება, რომლის ხელმძღვანელიც უახლოეს წარსულში თვითონ იყო.
პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს.
ამასობაში ხალხს გაახსენა, რომ საკუთარი ძალისხმევით პარლამენტის თავმჯდომარეობიდან იმდენად ჩაეშვა პოლიტიკის მინუს მესამე სართულზე, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ არჩევნებშიც კი მესამე ადგილზე გავიდა. მისი ასოციაციაც მინუს მესამეზე უდავოა, რომ აქედან მოდის“, – წერს წილოსანი.
კომენტარები