მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
„მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების (რომელის შესახებაც პრეზენტაციაზე ისაუბრა), მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს სწორედ დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში შეხვდა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ემიგრანტებისა და ა.შ. საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.