პორტუგალიის ეროვნული ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე, სტად დე ფრანსზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელები მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გოლი დამატებული დროის მეორე ტაიმში ედერმა გაიტანა.
პირველად, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის 25-ე წუთზე პორტუგალიამ იძულებითი ცვლილება განახორციელა, რადგან მეცხრე წუთზე მიღებული ტრავმის გამო პორტუგალიელთა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და კაპიტნის სამკლაური ნანის გადასცა. მიუხადავად ამისა, პორტუგალიელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
კომენტარები